მთავარიკუბიმედიაში გავრცელებულმა ცრუ ინფორმაციამ აშშ-ის საფონდო ბირჟებზე აქციების ფასების ხანმოკლე ზრდა გამოიწვია

მედიაში გავრცელებულმა ცრუ ინფორმაციამ აშშ-ის საფონდო ბირჟებზე აქციების ფასების ხანმოკლე ზრდა გამოიწვია

გამოცემა Reuters-ისა და ტელეკომპანია CNBC-ის შეცდომაში შემყვანმა სათაურმა, თითქოს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყოვლისმომცველი ტარიფების 90 დღით შეჩერებას გეგმავდა, აშშ-ის საფონდო ბირჟებზე აქციების ფასების ხანმოკლე ზრდა გამოიწვია. თუმცა ფასებმა კვლავ დაიკლო მას შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა უარყო ეს ინფორმაცია.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ტელეკომპანია Fox News-ის ეთერში დონალდ ტრამპის მრჩეველს ეკონომიკის დარგში კევინ ჰესეტს ჰკითხეს, განიხილავდა თუ არა დონალდ ტრამპი ტარიფების დროების შეჩერებას, რაზეც მან უპასუხა, რომ „პრეზიდენტი გადაწყვეტს იმას, რასაც პრეზიდენტი გადაწყვეტს”. მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან ამ დროისთვის 50 ქვეყანა აწარმოებს მოლაპარაკებებს.

სწორედ ეს ინფორმაცია გავრცელდა სოციალურ ქსელში, მაგრამ სახეშეცვლილი, მომხმარებლები წერდნენ, რომ აშშ ტარიფებს 90 დღით აჩერებდა. ამის შემდეგ კი იგივე ინფორმაცია CNBC-ის წამყვანმა გაავრცელა და თქვა, რომ ტარიფების 90-დღიანი პაუზა შეეხება ყველა ქვეყანას, გარდა ჩინეთისა. მსგავსი შინაარსის სტატია დაწერა გამოცემა Reuters-მაც.

მალევე ეს ინფორმაცია უარყო აშშ-ის მთავრობამ, რომელმაც პლატფორმა X-ზე დაწერა. თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა კი ამ ამბავს დეზინფორმაცია უწოდა, მიუხედავად იმისა, რომ CNBC-მაც და Reuters-მაც განაცხადეს, რომ ეთერში დაუდასტურებელი ინფორმაცია გაავრცელეს. ამ ჭორმა ამერიკის შეერთებული შტატების საფონდო ბირჟებზე აქციების ფასები დაახლოებით 2 ტრილიონი დოლარით გაზარდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend