თურქეთში ბოლო 10 წლის გამავლობაში, ყველაზე მასშტაბურ საპროტესტო აქციები იმართება და მათში ათიათასობით ადამიანი მონაწილეობს.
მოქალაქეების ქუჩებში გამოსვლა, სტამბოლის მერისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი კონკურენტის, ექრემ იმამოღლუს დაკავებას მოჰყვა, თანაც, რამდენიმე დღით ადრე, სანამ მას ოფიციალურად წარადგენდნენ რესპუბლიკური სახალხო პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად.
კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში, იმამოღლუ ვერ მიიღებს მონაწილეობას 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
ასევე გაუქმებულია მისი საუნივერსიტეტო დიპლომი, რაც თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს.
განვითარებული მოვლენები აღიქმება, როგორც მკვეთრი შემობრუნება სრული ავტოკრატიისკენ და ერდოღანის მცდელობა არჩევნებამდე კონკურენტები ჩამოიცილოს.
მთავრობის მიერ საპროტესტო აქციების აკრძალვის მიუხედავად, დემონსტრანტები ქუჩებში მაინც გამოვიდნენ.
ონლაინ გამოცემა T 24-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს სპეცრაზმელი, რომელიც მომიტინგეს აკავებს. ზოგიერთ პოლიციელს არ ახურავს დანომრილი ჩაფხუტი, რაც მათი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. ეს ერთ-ერთია იმ საკითხთა შორის, რომელსაც უფლებადამცველები დიდი ხანია აყენებენ და ამბობენ, რომ ეს პოლიციის დაუსჯელობას უწყობს ხელს.
განვითარებულმა მოვლენებმა ონლაინ დეზინფორმაციის ტალღაც გამოიწვია. ფართოდ გავრცელებულ ამ ვიდეოში, რომელიც თითქოსდა იმამოღლუს დაპატიმრების წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციას ასახავს, სინამდვილეში ნაჩვენებია გასული წლის სექტემბერში რომის პაპის ვიზიტი აღმოსავლეთ ტიმორში.
სხვა ვიდეოებში კი ჩანს, იმამოღლუს პარტიის თავმჯდომარე ოზგიურ ოზელი, რომელიც თითქოს და მომიტინგეებს პოლიციასთან შეტაკებებისკენ მოუწოდებს.
ჩვენ გადავამოწმეთ ოზელის გამოსვლა და აღმოვაჩინეთ, რომ მისი სიტყვები განგებ იყო არასწორად დამონტაჟებული და კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი. სინამდვილეში მან შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა საღი აზრი გამოეჩინათ და სამართლიანობისთვის ბრძოლაში, მხოლოდ “სამართლიანი” საშუალებები და ხერხები გამოეყენებინათ.