2 აპრილს მსოფლიოს უდიდესი მეზღაპრის, ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღე და საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ანდერსენის ზღაპრების პირველი წიგნი 1835 წელს გამოიცა და მას შემდეგ მისი ჯადოსნური სამყარო მთელს მსოფლიოში მცხოვრები ბავშვებისთვის საიმედო თავშესაფარი გახდა.
საბავშვო წიგნის დღეს და მეზღაპრის დაბადების დღეს 2 აპრილს თბილისშიც აღნიშნავენ. ღონისძიებას, სახელწოდებით – “წაიკითხე, ითამაშე, იმოგზაურე- ანდერსენის სამყაროში”- პოეტი და მწერალი დიანა ანფიმიადი გაუწევს მოდერატორობას. ევრონიუს ჯორჯიას ეთერში მან ისაუბრა ანდერსენისა და, ზოგადად, საბავშვო წიგნების შესახებ.