მთავარიაზიასაუდის არაბეთი„ცეცხლის შეწყვეტასთან არასდროს ვყოფილვართ ისე ახლოს, როგორც დღეს“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის...

„ცეცხლის შეწყვეტასთან არასდროს ვყოფილვართ ისე ახლოს, როგორც დღეს“ – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

საუდის არაბეთში, ქალაქ ერ-რიადში ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის შეხვედრა რუსეთის დელეგაციასთან დასრულებულია.

მხარეებმა კვლავ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის გზები განიხილეს. რაზე შეთანხმდნენ და რა შედეგით დასრულდა მოლაპარაკების ეს რაუნდი წინასწარი ინფორმაციით, დღეს, 25 მარტს გახდება ცნობილი.

24 მარტის შეხვედრამდე ერთი დღით ადრე,  ამერიკული მხარე უკრაინის დელეგაციას შეხვდა.

აშშ-ის შუამავლობით შემდგარ არაპირდაპირ მოლაპარაკებებზე უკრაინა და რუსეთი ენერგეტიკულ ობიექტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.

„ჯერ ვერაფერს ვიტყვი იმაზე, თუ რა იქნება ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. ჩვენ ახლოს ვართ ცეცხლის შეწყვეტასთან. ეს არის ის, რაც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. ცეცხლის შეწყვეტასთან არასდროს ვყოფილვართ ისე ახლოს, როგორც დღეს ვართ. მხოლოდ ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდეგ შეიძლება მხარეებს შორის იმ საკითხების განხილვა, რაზეც აზრთა სხვადასხვაობაა. ერთადერთი, რაც უკრაინასა და რუსეთს შორის ომს დაასრულებს, ეს არის მოლაპარაკებები. მოლაპარაკებები, რომლებიც ახლა საუდის არაბეთში ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით მიმდინარეობს“, – განაცხადა მედიასთან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა.

ერ-რიადში რჩება უკრაინის დელეგაციაც, რომელიც აშშ-ის მაღალჩინოსნებთან შეხვედრით კმაყოფილია, თუმცა მიანიშნებს, რომ ეს მოლაპარაკებები ტექნიკური ხასიათისაა და რეგულარული შეხვედრების ყოველი რაუნდის შემდეგ ვრცელი განცხადებები არ გაკეთდება.

წინასწარი ინფორმაციით, რუსულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ამერიკელები უკრაინელებს ისევ შეხვდებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend