მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარიკაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება

კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება

ქალის მთავარი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა და არა – პროფესიული განვითარება – ამ მოსაზრებას ახლა უფრო მეტი ადამიანი ეთანხმება, ვიდრე 5 წლის წინ.

კაცების 20% ფიქრობს, რომ ზოგ შემთხვევაში ქალებს უნდათ, რომ გააუპატიურონ – თუ ქალს აუპატიურებენ, ეს, მათივე აზრით, იმას ნიშნავს, რომ ეს ქალმა გამოიწვია.

მოსახლეობის 62% მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში ქალების ჩართულობა ქვეყნისთვის სასიკეთოა.

გენდერული თანასწორობა საქართველოში: რას ფიქრობენ ქალები და კაცები – გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ახალი კვლევა.

კვლევის მთავარ მიგნებებზე, თაობათა შორის განსხვავებებსა და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით საზოგადოების აღქმებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში დაგლას უები და გაეროს მოსახლეობის ფონდის ხელმძღვანელი საქართველოში მარიკა ბანძელაძე საუბრობენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend