თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა სასამართლო პროცესები გრძელდება.
19 მარტს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის საქმე განიხილა.
სხდომაზე ბრალდების მხარემ მოწმე გამომძიებელი დაკითხა. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას – 10 000 ლარის ოდენობით გირაოსა და დამატებითი ღონისძიების სახით, მაგალითად, ელექტროსამაჯურის გამოყენებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პატიმრობის შენარჩუნების აუცილებლობაზე ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა.
დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი პირველ დეკემბერს „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით დააკავეს.
19 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლო ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკოლოზ კაციას საქმესაც განიხილავს.