მთავარიაზიასაუდის არაბეთიმარკო რუბიო და ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში ჩაფრინდნენ

მარკო რუბიო და ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში ჩაფრინდნენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საუდის არაბეთის საპორტო ქალაქ ჯიდაში ჩავიდნენ, სადაც ხვალ ამერიკა-უკრაინის სამიტი გაიმართება.

სამიტამდე მარკო რუბიო შეხვდა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს, მოჰამედ ბინ სალმანს.

„ესოშიეითედ პრესის“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით მიღებული ინფორმაციით, უკრაინული დელეგაცია მზადაა მოლაპარაკებების დროს ხელი მოაწეროს უკრაინის იშვიათ წიაღისეულზე ხელმისაწვდომობის შესახებ ხელშეკრულებას.

აგრეთვე, შეხვედრის დროს კიევი ამერიკულ მხარეს შესთავაზებს პატიმრების გათავისუფლებას და ცეცხლის შეწყვეტას შავ ზღვაზე და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით.

კიევი ტრამპის ადმინისტრაციასთან კავშირების გაუმჯობესებას მას შემდეგ ცდილობს, რაც 28 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტი დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან კამათში გადაიზარდა.

თუ შეერთებული შტატები და უკრაინა დონალდ ტრამპისთვის მისაღებ შეთანხმებას მიაღწევენ, ამან შესაძლოა მოქმედი ადმინისტრაციის სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ სწრაფვა დააჩქაროს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend