„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება „სამშობლოს ღალატის“ მუხლი.
შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. მდინარაძის თქმით, მუხლი თავის დროზე კოდექსიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2007 წელს აგვისტოს ომის წინ ამოიღო.
„ ჩვენი გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება, უფრო სწორი იქნება თუ ვეტყვით, აღდგება სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან, რაც არ უნდა ვინმეს გაუკვირდეს, ან არ გაუკვირდეს, ან სიმბოლური იყოს, ეს მოხდა, ეს გააკეთეს აგვისტოს ომამდე, 2007 წლის აპრილის თვეში”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.