მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მყოფი საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს ხვდება.
დღეს მან შეხვედრა გამართა მოლდოვის პრეზიდენტთან მაია სანდუსთან, რომელსაც „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელ პოლიტიკაზე ესაუბრა. პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას შეხვედრისას ისაუბრეს მზია ამაღლობელის გათავისუფლების აუცილებლობის თაობაზეც.
ამავე წყაროს ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველთან საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ახალი არჩევნების აუცილებლობა განიხილა.
სალომე ზურაბიშვილს შეხვედრები ჰქონდა ასევე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ალენ ბერსესთან, ნატოს გენერალური მდივანთან მარკ რუტესთან, ლიეტუვის პრეზიდენტ გინატას ნაუსედასთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროსთან, რომელთან საუბრისას, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის მხარდაჭერის აუცილებლობას.
Discussions with President of @edgarsrinkevics on the support of the Georgian people and their unwavering will for new, free and fair elections. Stronger together! #MSC2025 pic.twitter.com/z1rJA6SE0T
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) February 15, 2025
ლიეტუვის პრეზიდენტ გინატას ნაუსედასთან შეხვედრაზე კი, საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილა.