“არა რუსულ დიქტატურას” – ამ სლოგანით თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს. მოქალაქეები შეიკრიბნენ ევროპის მოედანზე და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე მიემართებიან.
საყოველთაო მარშს უერთდებიან საჯარო სამსახურში მომუშავე მოქალაქეებიც. მათი ნაწილი ამბობს, რომ საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით, საქართველოს ევროპული კურსის მხარდაჭერის გამო გაათავისუფლეს. ამბობენ, რომ ყველა საჯარო მოხელეს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი პროტესტი და პერსონალური მოსაზრება იმ მოვლენებზე, რომლებიც ქვეყანაში ხდება.
მოქალაქეებმა მსვლელობის დროს წაიკითხეს ყველა იმ პატიმრის სახელი და გვარი, რომლებიც საპოლიციო ძალებმა სწორედ აქციების დროს დააკავეს.
საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაც სწორედ დაკავებულების გათავისუფლებაა.
კიდევ ერთი მოთხოვნა, რის გამოც უკვე მე-80 დღეა საპროტესტო აქციები იმართება ახალი არჩევნებია.