საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ მედია X-ზე წერს, რომ ევროკავშირი მოლდოვის ევროკავშირში გაწევრების მოსამზადებლად ორ მილიარდ ევრომდე მოცულობის დახმარებას ამზადებს. მისი თქმით, ამ დროს საქართველოში, „ზოგიერთი შეშფოთებას“ გამოთქვამს, რომ ევროკავშირი შესაძლოა “დიფ სთეითმა” გაანადგუროს.
Up to € 1,800,000,000.– being prepared by #EuropeanUnion for Moldova in 2025-2027 period in preparation for #EU #membership.
Meanwhile some in 🇬🇪 express concern that the “deep state” might “destroy” the EU.
As an 🇪🇺 citizen, I do not share this concern. https://t.co/gTvFCmKC8K— Peter Fischer (@Diplo_Peter) February 13, 2025
“1.8 მილიარდ ევრომდე მზადდება ევროკავშირის მიერ მოლდოვისთვის 2025-2027 წლების პერიოდში ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად.
ამ დროს საქართველოში ზოგიერთი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ “დიფ სთეითმა” შესაძლოა ევროკავშირი “გაანადგუროს”.
როგორც ევროკავშირის მოქალაქე, ამ შეშფოთებას არ ვიზიარებ”, – წერს გერმანიის ელჩი საქართველოში.