მთავარიევროპაგერმანიამოკავშირეების მიერ დრეზდენის დაბომბვიდან 80 წელი გავიდა

მოკავშირეების მიერ დრეზდენის დაბომბვიდან 80 წელი გავიდა

80 წელი გავიდა მოკავშირეების მიერ ქალაქ დრეზდენის დაბომბვიდან. ყოველწლიურ ღონისძიებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ დრეზდენის მცხოვრებნი და გერმანელთა უმეტესობა.

„ბებიაჩემი ამ დროს 10 წლის იყო და მან თავისი უმცროსი და დატრიალებული ქარცეცხლიდან პატარა ურიკით გაიყვანა“, – ამბობს ღონისძიებაზე დამსწრე ერთ-ერთი ქალი.

„ჩვენ ბერლინიდან ვართ, მაგრამ აქ ყოველ წელს მოვდივართ. ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგია, ამდენი ხალხი რომ იკრიბება. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის, რაც აქ მოხდა“- თქვა ქალმა, რომელიც დრეზდენში გერმანიის დედაქალაქიდან ჩამოვიდა.

1945 წლის 13 თებერვალს მოკავშირეთა ძალებმა დაიწყეს დრეზდენის დაბომბვა, რომელიც სამი დღე გაგრძელდა. დაიღუპა 25 000 ადამიანი. ქალაქის ცენტრი თითქმის სრულად განადგურდა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი, კენტის ჰერცოგი, პრინცი ედუარდი, როგორც მეფე ჩარლზის წარმომადგენელი.

ედუარდი დედოფალ ელისაბედ II-ის ბიძაშვილია. იგი სამეფო ოჯახის ყველაზე უფროსი წევრია, რომელიც ხუთშაბათს გერმანიაში დაგეგმილი ღონისძიებისთვის გაემგზავრა.

დრეზდენის მერიაში გამართულ ოფიციალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მან იმ მწუხარებაზე ისაუბრა, რომელიც საზოგადოებას საშინელმა ნგრევამ და უამრავი სიცოცხლის დაკარგვამ მოუტანა.

ედუარდმა ისაუბრა ომის ჭრილობების მოშუშებაზეც. მან კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, თუ როგორ ცდილობს, ბოლო წლებში დიდი ბრიტანეთი შეურიგდეს დრეზდენის მოსახლეობას.

ქალაქში ყოფნის დროს პრინცი ედუარდი ასევე ეწვია დრეზდენის ფრაუენკირხეს. დაბომბვის შედეგად დანგრეული ღვთისმშობლის ტაძარი 2005 წელს აღადგინეს და გახსნეს. ეკლესიის რეკონსტრუქცია 1993 წელს დაიწყო, დრეზდენის ტრასტის მეშვეობით , რომელსაც სათავეში პრინცი ედუარდი უდგას.

ეკლესიის ნანგრევები, როგორც კონფლიქტის მემორიალი, ისე დარჩა. ეს ნანგრევები ზოგიერთისთვის მოკავშირეთა ძალების აგრესიის სიმბოლოს წარმოადგენს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend