უკრაინაში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაზიანებულ მეოთხე ენერგობლოკზე, რომელიც რადიაციისგან იცავს მსოფლიოს, რუსულმა არმიამ იერიში მიიტანა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეტევა ფუგასური საბრძოლო მასალით აღჭურვილი უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელდა. იერიშს ტერორისტულ აქტად აფასებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
Last night, a Russian attack drone with a high-explosive warhead struck the shelter protecting the world from radiation at the destroyed 4th power unit of the Chornobyl Nuclear Power Plant.
This shelter was built by Ukraine together with other countries of Europe and the world,… pic.twitter.com/mLTGeDYgPT
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 14, 2025
„ეს თავშესაფარი უკრაინის მიერ ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიერ აშენდა, აშშ-სთან ერთად – ყველას დახმარებით, ვინც კაცობრიობის უსაფრთხოებისკენ მიისწრაფვის. ერთადერთი სახელმწიფო მსოფლიოში, რომელიც ამგვარ ობიექტს თავს ესხმის, ახდენს ატომური ელექტროსადგურების ოკუპაციას და აწარმოებს ომს მოსალოდნელი შედეგების გაუთვალისწინებლად, დღეს რუსეთია. ეს ტერორისტული საფრთხეა მთელი მსოფლიოსთვის. თავშესაფარი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ამ დრონით დაზიანდა. ხანძარი ლიკვიდირებულია. ამჟამად რადიაციის მაჩვენებელი არ გაზრდილა. მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი. წინასწარი შეფასებით, თავშესაფრისთვის მიყენებული ზიანი სერიოზულია. ყოველ ღამეს რუსეთს მსგავსი მასშტაბის იერიშები მიაქვს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და ქალაქებზე. რუსეთი აგრძელებს ჯარის გაძლიერებას და არანაირად არ ცვლის საკუთარ ანტიჰუმანურ და გიჟურ პოლიტიკას. ეს ნიშნავს იმას, რომ პუტინი ნამდვილად არაა მზად მოლაპარაკებისთვის – ის აგრძელებს მსოფლიოს მოტყუებას. ამიტომ აგრესორზე მნიშვნელოვანია ზეწოლა ყველასგან, ვინც აფასებს სიცოცხლეს. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს საკუთარ ქმედებებზე“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე.
კრემლში აცხადებენ, რომ მომხდართან არანაირი კავშირი არ აქვთ და თავდასხმას „კიევის რეჟიმის პროვოკაციად“ აფასებენ.
„საუბარი არაა ატომურ ინფრასტრუქტურასა და ატომური ენერგიის ობიექტზე იერიშის მიტანაზე. მსგავსი განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება – ჩვენი სამხედროები ამას არ აკეთებენ. ეს ყველაფერი მორიგ პროვოკაციას ჰგავს. იმას, რასაც აკეთებს და რისი კეთებაც უყვარს კიევის რეჟიმს. ნათელია, რომ კიევის რეჟიმის წარმომადგენლებს შორის არიან ისინიც, ვინც მომავალშიც განაგრძობენ ნებისმიერი ფორმით შეუშალონ ხელი და საბოლოოდ ჩამოშალონ მოლაპარაკებების პროცესი“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
Russia recklessly attacked again the Chornobyl nuclear site.
Such attacks on civilian nuclear sites are unacceptable.
It shows once again that Russia is not looking for peace.
— Kaja Kallas (@kajakallas) February 14, 2025
ჩერნობილის აეს-ზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურნენ ევროპელი ლიდერებიც. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ ეს ფაქტი „კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთი მშვიდობას არ ეძებს“.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ცნობით, თავდასხმის მიუხედავად, ჩერნობილის აეს-ზე რადიაციის მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია.