უწყვეტი 76-დღიანი პროევროპული პროტესტის ფონზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასობით დემონსტრანტი დააჯარიმა და დააკავა.
აქტივისტების, ჟურნალისტებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების განცხადებით, პოლიცია მასობრივად ძალადობდა მომიტინგეებზე. გაზრდილია ჯარიმებიც, რომლებსაც საპროტესტო აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვისთვის უწესებენ.
ევრონიუს ჯორჯიამ ჰკითხა თბილისის მოსახლეობას, თუ რას ფიქრობენ საქართველოს პოლიციაზე.