მთავარიევროპაუკრაინარუსეთმა უკრაინაზე დრონებით მიიტანა იერიში

რუსეთმა უკრაინაზე დრონებით მიიტანა იერიში

რუსეთს კვლავ მიაქვს იერიში უკრაინულ დასახლებებსა და ქალაქებზე, მათ შორის კიევის, დონეცკის და სუმის რეგიონებზე. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, რომ რუსეთმა მათი მიმართულებით 83 დრონი გაუშვა.

ერთ-ერთი დრონი სუმიში მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს ჩამოვარდა, რის შედეგადაც დაზიანდა რამდენიმე სახლი და ათეულობით ავტომობილი. 65 მოქალაქე შემთხვევის ადგილიდან გაიყვანეს. დაჭრილია ერთი ქალი. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დონეცკის რეგიიონში, კოსტიანტინივკაში, საცხოვრებელი უბნის დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. კრამატორსკში კი ავიაიერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა.

ამბულატორიის ხელმძღვანელის ოლენა შარშაკოვას თქმით, მათ დაკარგეს აღჭურვილობა. კვლევის განყოფილებაში განათების ტექნიკა დაზიანდა. რამდენიმე წამალიც განადგურდა, მაგრამ, საბედნიეროდ, მათი უმეტესობა გადარჩა.

თავდასხმა იყო კიევზეც, სადაც ერთ-ერთ შენობაში დრონის დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ამავდროულად, რუსეთში, კერძოდ, კრასნოდარში, უკრაინელების მიერ გაშვებული დრონის ნამსხვრევებმა 19-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დააზიანა. დაშავებულთა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend