მთავარიმსოფლიოკავკასია„მშვიდობის ყველა წინაპირობა არსებობს" - ნიკოლ ფაშინიანი

„მშვიდობის ყველა წინაპირობა არსებობს” – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მშვიდობის ყველა წინაპირობა არსებობს.

სომხურ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაში ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ოფიციალური პროპაგანდა სულ უფრო მეტად ამყარებს აზრს, თითქოს სომხეთი იარაღდება, აზერბაიჯანზე თავდასხმისთვის ემზადება და, შესაბამისად, აზერბაიჯანს აქვს უფლება, დაიცვას თავი და განახორციელოს პრევენციული ზომები.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი წერს, რომ სომხეთის რესპუბლიკა ერთგულია 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში მიღწეული სტრატეგიული შეთანხმების, რომლის თანახმადაც, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს აღიარებენ ალმა-ათის დეკლარაციის საფუძველზე.

„რეგიონში ესკალაციის არანაირი წინაპირობა არ არსებობს და, მეტიც, მშვიდობისთვის ყველა აუცილებელი პირობა შექმნილია. საჭიროა, ვთქვათ უარი ესკალაციის ხელოვნურ შექმნაზე და დავამკვიდროთ ინსტიტუციური მშვიდობა. სომხეთი არა მხოლოდ მზად არის ამისთვის, არამედ ამ გზას არ გადაუხვევს“, – ვკითხულობთ ARMENPRESS-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend