მთავარიაზიაისრაელიბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე ისაუბრა

ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე ისაუბრა

ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა შეაფასა, როგორც ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი ისრაელის მომავლისთვის.

ნეთანიაჰუ ვაშინგტონიდან ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც ამტკიცებს, რომ პალესტინელების ღაზის სექტორიდან გაყვანის შესახებ ტრამპს ძალიან კარგი გეგმა აქვს და ნამდვილად ღირს მისი მოსმენა.

“როგორც იცით, ისტორიული შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან, რაც ნამდვილად გარდამტეხი იქნება ისრაელის მომავლისთვის. ამ შეხვედრაზე მან ღაზის სექტორის შესახებ ძალიან კარგი და ორიგინალური იდეები გააჟღერა, რისი მოსმენაც აუცილებლად ღირს. ამ ვიზიტის ფარგლებში მე ასევე ვესაუბრე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს, ვიცე-პრეზიდენტს, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთს პენტაგონში. ყველა მათგანი ისრაელის სახელმწიფოს დიდი მეგობრები არიან. კონგრესში შევხვდი წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ხელმძღვანელებს, როგორც რესპუბლიკელებს, ასევე დემოკრატებს, და ისინი ყველა დამეთანხმნენ ორ საკითხზე: ერთი, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი და მეორე „ჰამასი“ აუცილებლად უნდა განადგურდეს. ყველა გაოცებულია ისრაელის მიღწევებით. ასევე აღფრთოვანებულებმა მკითხეს თუ საიდან მოდის თქვენი ასეთი ძალა? ქვეყნიდან, რომელიც ნიუ-ჯერსივით პატარაა და მე ვუპასუხე, რომ ჩვენი ძალა მოდის ხალხისგან, გმირი ჯარისკაცებისა და ჩვენი რწმენისგან, რამაც ათასწლეულები გაგვაძლებინა”, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend