მთავარიმსოფლიოიანვარში ტემპერატურამ მსოფლიოში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

იანვარში ტემპერატურამ მსოფლიოში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

ევროკავშირის თანამგზავრული სისტემა „კოპერნიკუსის“ ცნობით, იანვარში ტემპერატურამ მსოფლიოში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

2025 წლის იანვარში ტემპერატურა პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით  1,75 გრადუსი ცელსიუსით უფრო თბილი იყო. მაჩვენებელი საერთაშორისოდ შეთანხმებული დათბობის ლიმიტს 1,5 გრადუსი ცელსიუსით ასცდა.

მეცნიერები ამ მოვლენას არ ჩათვლიან დარღვევად იმ შემთხვევაში, თუ გლობალური ტემპერატურა 20 წლის განმავლობაში არ  შეიცვლება.

„2025 წლის იანვარი  ყველაზე თბილი თვე იყო, როდესაც 1,75°C-ით აღემატებოდა პრეინდუსტრიულ დონეს, ანუ 1850-დან 1900 წლამდე. 2024 წლის შუა რიცხვებიდან ჩვენ შევედით ლა-ნინიას განვითარების ნეიტრალურ ფაზაში, რომელიც უფრო გრილი ფაზაა. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ეკვატორული წყნარი ოკეანე არ ქმნის იმ პირობებს, რომლებიც ათბობს ჩვენს გლობალურ კლიმატს, ჩვენ მაინც ვხედავთ რეკორდულ ტემპერატურას. ვფიქრობ, ეს გამოწვეულია სხვა ოკეანის აუზებით. თუ დავაკვირდებით ატლანტის, ინდოეთის ჩრდილოეთის, წყნარ თუ  სამხრეთ ოკეანეებს, ჩვენ რეკორდულ ტემპერატურას შევამჩნევთ”, – განაცხადა კლიმატის მკვლევარმა სამანტა ბურგესმა .

სითბოს იწვევს  ნახშირის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის დაწვის შედეგად დაგროვილი სათბურის აირები. ტემპერატურის ცვლილება, როგორც მოსალოდნელი იყო, იმდენად არ უკავშირდება ბუნებრივ მოვლენებს. როდესაც ცენტრალური წყნარი ოკეანე განსაკუთრებით თბილია, ე.ი. ელ-ნინიოს მოვლენაა და გლობალური ტემპერატურაც იზრდება.

იანვარი არქტიკაში შედარებით თბილი იყო. ევროკავშირის თანამგზავრული სისტემა „კოპერნიკუსის“ ცნობით, კანადის არქტიკის ნაწილებში საშუალოზე 30 გრადუსი ცელსიუსით მაღალი იყო ტემპერატურა, რომელიც ისე გაიზარდა, რომ ზღვის ყინულმა ზოგან დნობა დაიწყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend