მთავარისპორტირაგბი ევროპის ჩემპიონატი: საქართველო-შვეიცარია

რაგბი ევროპის ჩემპიონატი: საქართველო-შვეიცარია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2025 წლის პირველი მატჩისთვის ემზადება. 1-ელ თებერვალს, ავჭალის რაგბის სტადიონზე ბორჯღალოსნები შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს.

თბილისის დროით, 16:00-ზე დაიწყება. რაგბის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი დაპირისპირების წინ, ქართველი მორაგბეები სრულ მზადყოფნაში არიან.

შვეიცარიასთან ბორჯღალოსნებს ბექა საღინაძე უკაპიტნებს, ის გუნდს აქამდე სამჯერ გაძღოლია.

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილა  2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის სათამაშო შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ოთხი დებიუტანტია.

დებიუტანტებიდან სამი სასტარტო შემადგენლობაშია – კვაჭი ირაკლი ქვათაძე, ფრთა შალვა აფციაური და ფულბეკი დაჩი პაპუნაშვილი, ხოლო გიორგი ხაინდრავა თამაშში მარქაფიდან ჩაერთვება.

„მიუხედავად იმისა, რომ მოკლე მოსამზადებელი კვირა გვქონდა, ხვალინდელი თამაშისთვის სრულ მზადყოფნაში ვართ. შვეიცარია ძალიან კარგი გუნდია, რა თქმა უნდა, დიდი პატივისცემა მათ. თუმცა, ხვალ გამარჯვების გარდა არაფერს ველით. მსოფლიო თასამდე ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია და, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ და ჩემპიონობა ვიზეიმოთ. წესით ჯგუფურ ეტაპზე პირველი ორი თამაში მარტივად უნდა მოვიგოთ, თუმცა მესამე თამაშში ესპანეთს უნდა ვესტუმროთ და ძალიან მძიმე დაპირისპირება გველის“,-ამბობს რიჩარდ კოკერილი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ჯგუფში ესპანეთი, ნიდერლანდები და შვეიცარია იასპარეზებენ.

იმ შემთხვევაში თუ ბორჯღალოსნები რაგბის ევროპის თასის წლევანდელი სეზონს მოიგებენ, ეს ამ ტურნირზე საქართველოს ზედიზედ მე-14 გამარჯვება იქნება.

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი ამავდროულად 2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა. ავსტრალიის საგზურს ევროპიდან 4 მოწინავე გუნდი მიიღებს, მეხუთე კი რეპეშაჟში ჩაერთვება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend