საქართველოში მომუშავე ფსიქოლოგები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და სახალხო დამცველს მოუწოდებენ, უზრუნველყოს ექიმების კონსილიუმის შექმნა მისი მდგომარეობის შესაფასებლად.
„ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგის წარმომადგენლები, საქართველოს სახალხო დამცველს, როგორც ლეგიტიმურ ინსტიტუციას, გთხოვთ და მოგიწოდებთ, რომ უზრუნველყოთ დარგში აღიარებული, კვალიფიციური ექიმების კონსილიუმის შექმნა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, შესაბამისი პროტოკოლისა და წესების დაცვით. თავისუფლება მზია ამაღლობელს! თავისუფლება პოლიტპატიმრებს! “, – წერია მიმართვაში.“, – წერია მიმართვაში.
ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ 28 იანვარს ექიმებმა გამოაქვეყნეს განცხადება, რომლითაც ისინი მზია ამაღლობელის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის თაობაზე საფუძვლიან შიშს გამოთქვამენ.
მზია ამაღლობელი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, უკვე მე-18 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს.