„დროა ბრიუსელის ბიუროკრატებმა და სოროსის ქსელმა შეწყვიტონ შეტევა საქართველოს მთავრობაზე“, – წერს უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი და შალვა პაპუაშვილს „საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში“ მხარდაჭერას უცხადებს.
ორბანმა განცხადება პლატფორმა X-ზე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.
It’s time for the bureaucrats in Brussels and the Soros-network to stop attacking the government in Georgia. I expressed my support to Chairman @shpapuashvili in their fight for Georgia’s sovereignty. pic.twitter.com/GV6wg6icYI
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) January 27, 2025
შალვა პაპუაშვილი უნგრეთში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ჩავიდა. ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრმა მას საქართველოს ევროკავშირში გაწევრების გზაზე სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
მისივე თქმით, ორბანთან იმ გეგმებზე ისაუბრა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია უკვე ახორციელებს და განაცხადა, რომ რომ უნგრეთის და საქართველოს ხელისუფლებები და შტატების ახალი ადმინისტრაცია ერთსა და იავე ღირებულებებს იზიარებენ.