მთავარისაქართველო“მაგთიკომი” ინტერნეტის გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“მაგთიკომი” ინტერნეტის გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი ინტერნეტ პროვაიდერის, “მაგთიკომის” მომხმარებლებს გუშინ როგორც მობილური, ისე ოპტიკური ინტერნეტი გაეთიშათ.

ამასთან დაკავშირებით “მაგთიკომმა” სოციალურ პლატფორმა “ფეისბუქზე” განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ინტერნეტი ევროპიდან შემოდის და 27 იანვარს თურქეთის ტერიტორიაზე იყო დაზიანება, რომლის ადგილამდეც მისვლა დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო ვერ ხერხდებოდა.

რაც შეეხება სარეზერვო მაგისტრალური არხის დაზიანებას, კომპანიის თქმით, აჭარის ტერიტორიაზე სამი დაზიანება იყო.

განცხადებაშივე “მაგთიკომი” აღნიშნავს, რომ ტექნიკური ჯგუფი პრობლემის აღმოსაფხვრელად საგანგებო რეჟიმში მუშაობდა და 28 იანვრის ღამის ორი საათისთვის სამივე დაზიანება სრულად აღმოფხვრეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend