მთავარიკუბიChatGPT-ის კონკურენტი ჩინური მოდელი DeepSeek-ი

ChatGPT-ის კონკურენტი ჩინური მოდელი DeepSeek-ი

ჩიპების მწარმოებელი უმსხვილესი ამერიკული კომპანიის Nvidia-ს ღირებულება ბაზარზე, ერთ დღეში დაახლოებით 600 მილიარდი დოლარით შემცირდა და მისი აქციები 17%-ით გაუფასურდა.

მიზეზი ჩინური სტარტაპის DeepSeek-ის მიერ წარდგენილი ხელოვნური ინტელექტის მოდელი R1 გახდა, რომელმაც გასულ უქმეებზე ჩამოტვირთვების რეიტინგში მანამდე ყველაზე პოპულარულ ჩატბოტს ChatGPT-ის გაუსწრო. ექსპერტების თქმით, ჩიპები, რომელზეც ჩინური მოდელი მუშაობს გაცილებით იაფია და ამერიკული ჩატბოტის მსგავსად მუშაობს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს უნდა იყოს “გამოფხიზლების ნიშანი”, იმისათვის, რომ კონცენტრაცია იყოს კონკურენციაზე და  ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში გამარჯვება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოიპოვოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend