მთავარიამერიკააშშ„ვფიქრობ, გრენლანდიის საკითხი მოგვარდება” - დონალდ ტრამპი

„ვფიქრობ, გრენლანდიის საკითხი მოგვარდება” – დონალდ ტრამპი

„ვფიქრობ, გრენლანდიის საკითხი მოგვარდება და ვფიქრობ, რომ ხალხს ჩვენთან შეხვედრა სურს”, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ის გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვებას სერიოზულად აპირებს. მისი აზრით, ამერიკა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე გრენლანდიაზე კონტროლს დაამყარებს. როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, ეს მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის და თავისუფლებისთვის არის მნიშვნელოვანი.

ხოლო თუ დანია აშშ-ის მიერ გრენლანდიაზე კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება, მაშინ ეს დანიის მხრიდან არამეგობრული ნაბიჯი იქნება.

მანამდე დანიის თავდაცვის მინისტრმა აღიარა, რომ მათ გრენლანდიის ავტონომიური ტერიტორიის დასაცავად საკმარისი ძალისხმევა არ ჰქონდათ ჩადებული, თუმცა მან მილიარდ-ნახევრიანი გეგმა წარადგინა, რომელიც ორ ახალ სამეთვალყურეო გემზე, ორ დრონსა და ძაღლის ორ მარხილზე დაიხარჯება.

„ვფიქრობ, გრენლანდიის საკითხი მოგვარდება და ვფიქრობ, რომ ხალხს ჩვენთან შეხვედრა სურს. მოგეხსენებათ, იქ 55 000 ადამიანი ცხოვრობს და მათ ჩვენთან ყოფნა უნდათ. არ ვიცი დანიას რა პრეტენზია აქვს. თუმცა თუ ისინი ამას არ დაუშვებენ, ეს ძალიან არამეგობრული ნაბიჯი იქნება, რადგან ეს თავისუფალი სამყაროს დასაცავად კეთდება. ეს ჩვენთვის ხდება, თავისუფალი სამყაროსთვის. ახლა გყავთ რუსული გემები, ჩინური გემები, გემები სხვადასხვა ქვეყნიდან, ეს არ არის კარგი ვითარება. დიახ, მე მჯერა, რომ გრენლანდიას მივიღებთ, რადგან ეს ნამდვილადაა დაკავშირებული იმასთან, თუ რამდენად თავისუფალი იქნება მსოფლიო. და ეს არ ეხება მხოლოდ თავისუფლებას.. ამას არ აქვს კავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გარდა იმ ფაქტისა, რომ ჩვენ ვართ ის, ვისაც შეუძლია თავისუფლება უზრუნველვყოთ, სხვებს ეს არ შეუძლიათ. ორი კვირის წინ მათ ძაღლის ორი მარხილი მიიყვანეს იქ და ჰგონიათ, რომ ეს არის თავდაცვა. იცით რა, ხალხს არ მოსწონს თუ როგორ ეპყრობა დანია მათ. მათ ჩვენ მოვწონვართ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend