მთავარისაქართველოგიორგი ოკმელაშვილის სასამართლო პროცესი 3 თებერვლამდე გადაიდო

გიორგი ოკმელაშვილის სასამართლო პროცესი 3 თებერვლამდე გადაიდო

2024 წლის მაისში “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის” შესახებ კანონის საწინააღმდეგო ერთ-ერთ აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის განაჩენი დღეს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა მოსამართლის გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, სხდომა 3 თებერვლამდე გადაიდო.

მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა დამატებითი დრო მისცა ბრალდებისა და დაცვის მხარეს, რადგან ჩათვალა, რომ ამ დროში შესაძლოა შედგეს საპროცესო შეთანხმება.

თუმცა პროკურატურა თვლის, რომ ამის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, რადგან დაკავებულს არ აქვს ბრალი აღიარებული, ხოლო დაცვის მხარე ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე ვერ შედგება შეთანხმება, რადგან გიორგი ოკმელაშვილი ბრალს არ აღიარებს.

გიორგი ოკმელაშვილს პროკურატურა ედავება 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეს დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend