მთავარისაქართველო„რა შეუძლია თეატრს” - ვასო აბაშიძის ახალმა თეატრმა საპროტესტო მანიფესტი წარადგინა

„რა შეუძლია თეატრს” – ვასო აბაშიძის ახალმა თეატრმა საპროტესტო მანიფესტი წარადგინა

ვასო აბაშიძის ახალმა თეატრმა საზოგადოებას საპროტესტო მანიფესტი წარუდგინა.

“რაც არ უნდა დააბნელოთ მთელი ქალაქი, სცენაზე შუქი აინთება და იქ ჩვენ ვიქნებით და ჩვენ გავიმარჯვებთ.

ჩვენ ვიწყებთ ახალი თეატრის მანიფესტს, ეს ჩვენი ბრძოლა იყო და ამიტომ ვიწყებთ დღეს ჩვენ, მაგრამ ჩვენი მეგობრები, სხვა თეატრები აუცილებლად შემოგვიერთდება. აუცილებლად ერთად ვიქნებით.

ახლავე ვიწყებთ დაანონსებას, ახალი თეატრი გადის რეგიონებში. ყველგან მივალთ და ყველასთან დავილაპარაკებთ, ნახავთ, რა შეუძლია თეატრს. შემოგვიერთდება აბსოლუტურად ყველა. ჩვენ ერთდროულად გავიშლებით რეგიონებში. სდიეთ ქართულ თეატრს. სდიეთ”, – განაცხადა “ახალი თეატრის” რეჟისორმა დავით დოიაშვილმა.

ხელოვანებმა ამ გზით გააპროტესტეს “ქართული ოცნების” ბოლოდროინდელი პოლიტიკა და მოითხოვეს აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლება.

მანიფესტის წარდგენისას გადაკეტილი იყო აღმაშენებლის გამზირი. მოგვიანებით მოქალაქეები მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend