მთავარიამერიკავენესუელანიკოლას მადუროს განცხადებით, შეერთებული შტატებიდან მიგრანტები სახლში დაბრუნდებიან

ნიკოლას მადუროს განცხადებით, შეერთებული შტატებიდან მიგრანტები სახლში დაბრუნდებიან

ვენესუელაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიგრანტების სახლში დაბრუნებას ელიან. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მას შემდეგ განაცხადა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ემიგრანტების უფლებების შეზღუდვის შესახებ აღმასრულებელი განკარგულება გასცა. აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვისა და ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, აპლიკაცია CBP, რომლის საშუალებითაც მიგრანტები ქვეყანაში შედიოდნენ, აღარ  გამოიყენება.

CBP-ის აპლიკაციის შეტყობინება გაუქმებული შეხვედრის თაობაზე იმ მიგრანტებისთვის, რომლებიც ორშაბათს, 20 იანვარს, აშშ-ში უნდა გადასულიყვნენ Andres Leighton/Copyright 2025 The AP

„მიგრანტებმა იციან, რომ ვენესუელაში დაბრუნებისას ბევრ რამეს მიიღებენ. პირველ რიგში, პატივისცემას. მათ ასევე შესაძლებლობა ექნებათ, ოჯახებსა და მეგობრებთან ერთად წვეულებები გამართონ. რამდენი მიგრანტი იტანჯება იქ, ჩიკაგოში, ნიუ-იორკში, როცა ხედავენ, რომ მათი მეგობრები აქ ერთობიან, ისინი კი იქ წვალობენ“, – განაცხადა ნიკოლას მადურომ.

ნიკოლას მადუროს პრეზიდენტობისას პოლიტიკური არეულობისა და ეკონომიკური კრიზისის გამო მილიონობით ვენესუელელი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. მას შემდეგ, რაც ნიკოლას მადურომ საპრეზიდენტო ფიცი დადო, მას ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები არჩევნების გაყალბების გამო ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend