მთავარიამერიკააშშაშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი იაპონელ, ინდოელ და ავსტრალიელ კოლეგებს შეხვდა

აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი იაპონელ, ინდოელ და ავსტრალიელ კოლეგებს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პირველ დღეს, 22 იანვარს, მარკო რუბიო შეხვდა თავის კოლეგებს იაპონიიდან, ინდოეთიდან და ავსტრალიიდან. ეს სახელმწიფოთა ის ჯგუფია, რომელიც „ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის“(QUAD) სახელითაა ცნობილი.

ექსპერტების აზრით, ოთხი ქვეყნის გაერთიანება ჩინეთის მზარდ გავლენასთან ღია დაპირისპირებას გულისხმობს.

მარკო რუბიო ცნობილია თავისი უარყოფითი დამოკიდებულებით ჩინეთის მიმართ. იგი პირობას დებს, რომ პეკინის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა მისი და ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტი იქნება.

„ჩვენს ქვეყანაში როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკურ კურსს ამომრჩევლები წყვეტენ და მათ პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს. ჩვენი საგარეო პოლიტიკა ითვალისწინებს იმას, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, რომლებიც მკაფიოდ განვსაზღვრეთ ტრამპის საარჩევნო კამპანიის დროს. ეს ინტერესები გაგვაძლიერებს და გაგვხდის უფრო უსაფრთხოს“, – ამბობს მარკო რუბიო, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

პარალელურად, ჩინეთი აშშ-ის მოკავშირეებთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს. პეკინში მიაჩნიათ, რომ თანამშრომლობის გაღრმავება ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა იაპონია და ინდოეთი, ჩინეთს ვაშინგტონთან მოსალოდნელი სავაჭრო ომისგან მიღებული ზარალის ანაზღაურებაში დაეხმარება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend