აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა ახალი კომპანიის, „სტარგეიტის”, დაფუძნების შესახებ, რომელშიც 500 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება ამერიკაში ხელოვნური ინტელექტი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. მთავარი დამფუძნებელი კომპანიებია OpenAI, SoftBank და Oracle.
„ეს პროექტი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ შტატების რეინდუსტრიალიზაციას, არამედ უზრუნველყოფს ამერიკისა და მისი მოკავშირეების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიულ შესაძლებლობებს“, – აცხადებენ ChatGPT-ის შემქმნელ კომპანია OpenAI-ში.