თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ პროვინცია ბოლუში, ერთ-ერთ სათხილამურო კურორტზე, გაჩენილ ხანძარს 76 ადამიანი ემსხვერპლა, 50 კი დაშავდა. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, 17-ს კი მხოლოდ მცირე დაზიანებები აღენიშნება. ისინი მალევე გაწერეს საავადმყოფოდან. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და ქვეყანაში ერთდღიანი გლოვა გამოაცხადა.
ხელისუფლების ბრძანებით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. გამოკითხვის მიზნით 9 პირია დაკავებული. მათ შორისაა იმ სასტუმროს მფლობელი, სადაც ეს საზარელი ინციდენტი მოხდა. გადარჩენილები და თვითმხილველები ამბობენ, რომ ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაცია არ ჩართულა. გაქცევა მხოლოდ მათ მოახერხეს, ვინც ცეცხლისა და კვამლის სუნი იგრძნო. ანკარაში აცხადებენ, რომ ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება.
