მთავარისპორტიმერაბ დვალიშვილმა რუსეთის სახელით მებრძოლი ნურმაგომედოვი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა

მერაბ დვალიშვილმა რუსეთის სახელით მებრძოლი ნურმაგომედოვი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა

კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესში გამართულ UFC311-ის ერთ-ერთ მთავარ ბრძოლაზე მერაბ დვალიშვილს ჩემპიონის ტიტული უნდა შეენარჩუნებინა. ქართველმა „მანქანამ“ სუპერმსუბუქი წონის (62კგ) ქამარი გასული წლის სექტემბერში მოიპოვა, როცა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.

მერაბ დვალიშვილმა 2025 წლის 19 იანვარს უმეტესობისთვის ფავორიტად მიჩნეული უმარ ნურმაგომედოვი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, მებრძოლი, რომელსაც აქამდე კარიერაში არასდროს წაუგია – 18-0. უმარ ნურმაგომედოვი ლეგენდარული მებრძოლის, UFC-ის დიდების დარბაზის წევრის, ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილია. უმარს ამ ბრძოლისთვის თავად ხაბიბ ნურმაგომედოვი ამზადებდა.

საჩემპიონო ბრძოლა 5 რაუნდისგან შედგება, თითო რაუნდი კი 5-წუთიანია. ქართველმა მებრძოლმა მესამე რაუნდიდან უპირატესობა მოიპოვა.

მერაბ დვალიშვილმა ამ ბრძოლაში მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია. მან ლეგენდარული ჟორჟ სან-პიერის გდების რეკორდი (90) გააუმჯობესა და მას ამ დროისთვის 92 გდება აქვს, რაც UFC-ის არცერთ მებრძოლს არ გააჩნია და აბსოლუტური რეკორდია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მერაბის მოწინააღმდეგეს აქამდე კარიერაში არცერთი გდება არ გაუშვია და გდების დაცვის 100%-იანი მაჩვენებლით იწონებდა თავს, თუმცა ქართველმა მანქანამ უმარ ნურმაგომედოვის პარტერში გადაყვანა  7-ჯერ შეძლო.

UFC311-ის ღონისძიება ლოს-ანჯელესში, არენა Intuit Dome-ზე, ჩატარდა. ღონისძიებაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა. ბრძოლას 18,370 მაყურებელი დაესწრო და მხოლოდ ბილეთებისგან შემოსულმა თანხამ 10.2 მილიონი დოლარი შეადგინა.

მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვთან ბრძოლისთვის 500,000 დოლარი მიიღო. ამასთანავე, მან ღონისძიების საუკეთესო ბრძოლის ჯილდოც მოიპოვა, რაც პლუს 100,000 დოლარს ითვალისწინებდა. ხოლო გაყიდვებისა და PPV(ფეიფერვიუების) შემოსავლებით დვალიშვილმა დამატებით 1.4 მილიონი დოლარი მიიღო. საერთო ჯამში ქართველი ჩემპიონის ანაზღაურებამ ამ ღონისძიებაზე 2 მილიონი დოლარი შეადგინა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend