უკვე რამდენიმე დღეა, ქართული საზოგადოება და ჟურნალისტური სამყარო ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის, დაკავების ამბავს ადევნებს თვალს.
14 იანვარს მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ჟურნალისტის დაცვის მხარე ასაჩივრებს მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას. სასამართლო პროცესი, გუშინ, გაიმართა ბათუმში და მას მედიისა და საზოგადოების ბევრი წარმომადგენელი ესწრებოდა.
ბათუმში იმყოფება ასევე „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ თავმჯდომარე მამუკა ანდღულაძეც. მან ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ამ საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა.