მთავარისაქართველოირაკლი დგებუაძემ სახეში შეაფურთხა მზია ამაღლობელს, განყოფილებაში ცდილობდა ფიზიკურად გასწორებოდა

ირაკლი დგებუაძემ სახეში შეაფურთხა მზია ამაღლობელს, განყოფილებაში ცდილობდა ფიზიკურად გასწორებოდა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ითხოვს, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.

საიამ 15 იანვარს ისაუბრა იმ გარემოებებზე, რომლებიც თან ახლდა „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, დაკავებას.

საიაში ჰყვებიან, რომ ირაკლი დგებუაძემ დაკავებულ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა და მისი ბრძანებით ჟურნალისტს გარკვეული დროის განმავლობაში არც წყლის დალევისა და არც საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებას არ აძლევდნენ.

ამბობენ იმასაც, რომ პოლიციის განყოფილებაში ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შეეცადა ჟურნალისტს ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, „პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და ოთახიდან გაყვანა”.

თავად მზია ამაღლობელმა კი დღეს „ნეტგაზეთს” წერილი გაუგზავნა:

„ფაქტი, რომელიც მოხდა და ბრალი, რომელიც მაქვს რეპრესიული, მტრული, სიძულვილით გაჟღენთილი, ადამიანისა და სიტყვის, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროცესების შედეგია. პროცესების, რომლებიც ბოლო 1 წელია ვითარდება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოდის, როგორც დიქტატურა“, – წერს მზია ამაღლობელი „ნეტგაზეთისთვის“ გაგზავნილ წერილში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend