9 იანვარს საქართველოში პროევროპული საპროტესტო აქციების დაწყებიდან 43-ე დღე შესრულდა.
უკვე ტრადიციულად მოქალაქეებმა შეკრება რუსთაველის გამზირზე შვიდი საათიდან დაიწყეს და მათ მსვლელობით სხვადასხვა მარში შეუერთდა.
მსვლელობა გამართეს მასწავლებლებმა, რომლებიც თავდაპირველად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეიკრიბნენ და მოგვიანებით საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გადაინაცვლეს.
.
19:00 საათზე თსუს მეორე კორპუსიდან მსვლელობა „სოციალური მეცნიერების მარში თავისუფალი საზოგადოებისთვის” გაიმართა.
8 იანვარს საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა ბათუმში, ზუგდიდსა და თელავშიც.
პროტესტის 43-ე დღესაც მოქალაქეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ახალ საპარლამენტო არჩევნებსა და აქციების დროს დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებას ითხოვენ.