ლიეტუვას მთავრობა აცხადებს, რომ ემზადებიან მომავალ თვეში რუსეთის ელექტროენერგიის ქსელიდან გამოთიშვისათვის და ამიტომ, ენერგოუსაფრთხოებას აძლიერებენ.
ლიეტუვას პრემიერ-მინისტრმა, გინტატუტას პალუცკასმა აღნიშნა, რომ პოლიციას ლიეტუვა-პოლონეთის დამაკავშირებელი ქსელის დაცვა დაევალა.
ეს ლიეტუვისა და პოლონეთის საერთო ენერგოკაბელია, რომლის დაცვასაც აქამდე კერძო კომპანია უზრუნველყოფდა.
„ჩვენ განვათავსებთ საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურს, რადგან მათ სტრატეგიული ობიექტების დაცვის გამოცდილება აქვთ. ისინი დაცვის კერძო სამსახურს ჩაანაცვლებენ“, – ამბობს გინტატუტას პალუცკასი, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი.
ვილნიუსში ამბობენ, რომ აკვირდებიან ოპონენტების მცდელობებს – ხელი შეუშალონ რუსეთის ელექტროგადამცემი ქსელიდან დაგეგმილ გამოყოფას.
ოფიციალური პირების თქმით, ქვეყანას საკმარისი რეზერვი აქვს და სცენარის ნებისმიერი გზით განვითარებისთვის მზადაა, ამიტომ ელექტროენერგიის მიწოდება არ შეფერხდება.
ვილნიუსმა, აგრეთვე, მიმართა მათ, ვინც გეგმის ჩაშლას ცდილობს.
„ალბათ, უმნიშვნელოვანესი გზავნილი, რომლითაც კომუნიკაცია გვინდა ისაა, რომ მიუხედავად პროვოკაციებისა, „ბრელის“ რუსული ელექტროქსელიდან გათიშვა გარდაუვალია და ზუსტად ერთ თვეში მოხდება“, – ამბობს არნოლდას პიკზირნისი, ენერგეტიკის ვიცე-მინისტრი.
რუსეთის ელექტროგადამცემი ქსელიდან გათიშვას ლიეტუვა 8 თებერვალს გეგმავს, რის შემდეგაც ვილნიუსი საკუთარ ეროვნულ ელექტროგადამცემ ქსელს შექმნის.