მთავარიამერიკააშშდონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვისთვის გამოყოფილი თანხები უნდა გაზარდონ

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვისთვის გამოყოფილი თანხები უნდა გაზარდონ

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის ხუთი პროცენტი უნდა დახარჯონ. ამის შესახებ მან მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ამ ინიციატივას გერმანიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მარკუს ფაბერი ნაწილობრივ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვისთვის გამოყოფილი თანხები უნდა გაზარდონ, თუმცა 5%-იანი მაჩვენებელი ზედმეტად მაღალია.

მისივე აზრით, სამხედრო ალიანსის წევრმა ქვეყნებმა თავდაცვისთვის მშპ-ის 3% უნდა დახარჯონ.

დონალდ ტრამპი ამ ინიციატივას იმ არგუმენტით ამყარებს, რომ ევროპა, „ამერიკის შეერთებულ შტატებთან შედარებით, უფრო დიდი საფრთხის წინაშე დგას, თუმცა თავდაცვისთვის ნაკლებს ხარჯავს“.

ამჟამად, ნატოს წევრი ქვეყნები თავდაცვისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის სულ მცირე 2% ხარჯავენ.

აღსანიშნავია, რომ ნატოს წევრებმა ქვეყნებმა დაიწყეს თავდაცვის ხარჯების ზრდა 2022 წლის ტებერვლიდან, მაშინ როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend