მთავარისაქართველოქრისტიანული სამყაროს ნაწილი შობას აღნიშნავს

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი შობას აღნიშნავს

ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი დღეს, 25 დეკემბერს, შობას აღნიშნავს. საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები ქრისტესშობის დღესასწაულის შესახვედრად თბილისში ღვთისმშობლის ამაღლების სახელობის კათოლიკურ ტაძარში შეიკრიბნენ.

საშობაო ლიტურგიის შემდეგ მოქალაქეებმა საშობაო მსვლელობა გამართეს პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე.

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით რომის პაპმა წმინდა პეტრეს ბაზილიკაში წმინდა კარი გახსნა. ბეთლემში კი, ღაზაში მიმდინარე ომის გამო უკვე მეორე წელია, არ ჩანს სადღესასწაულო განათება და გიგანტური ხე, რომლებიც ცენტრალურ მოედანს ამშვენებდა. არ ჩანან არც ტურისტების ჯგუფები და არც ახალგაზრდული ბენდები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend