მთავარიევროპაბოსნია და ჰერცეგოვინაბოსნია-ჰერცეგოვინაში ძლიერი თოვლის გამო საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეიზღუდა

ბოსნია-ჰერცეგოვინაში ძლიერი თოვლის გამო საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეიზღუდა

ბოსნია-ჰერცეგოვინაში ძლიერი თოვლისა და ქარის შედეგად ათიათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ქარბუქის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა მეზობელ ხორვატიასა და სერბეთშიც.

ბოსნია-ჰერცეგოვინის ზოგიერთ რეგიონში თოვლის გამო სარკინიგზო მიმოსვლა მთლიანად შეჩერდა. ვითარება უკიდურესად რთულია. სახელმწიფო ენერგოკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თოვლმა დააზიანა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები, უამინდობის გამო ვერ ხერხდება შესაბამისი სამუშაოების ჩატარება.

ბალკანეთში ხელისუფლებამ მოგზაურობასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები დააწესა და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა. ხორვატიაში საავტომობილო გზების მონაკვეთები ჩაკეტილია.

ბოსნია-ჰერცეგოვინამ, სერბეთმა და ხორვატიამ აკრძალეს დიდი მანქანების მოძრაობა და დააწესეს რეგულაციები სტიქიით დაზიანებულ გზებზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend