მთავარიევროპასაფრანგეთიმაკრონის ოფისმა საფრანგეთის ახალი მთავრობის შემადგენლობა გამოაცხადა

მაკრონის ოფისმა საფრანგეთის ახალი მთავრობის შემადგენლობა გამოაცხადა

23 დეკემბერს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, ოფისმა ახალი მთავრობის შემადგენლობა გამოაცხადა. ახლად დანიშნული პრემიერის, ფრანსუა ბაირუს, მიერ დაკომპლექტებულ მთავრობაში არიან როგორც კონსერვატორები, ისე ცენტრისტული და მემარცხენე პოლიტიკური ძალები. ახალ კაბინეტში ფინანსთა მინისტრის თანამდებობას ერიკ ლომბარი დაიკავებს. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მემარჯვენე ბრუნო რეტაიო რჩება. თანამდებობაზე რჩება საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუც.

საფრანგეთის ახალ მთავრობაში ფინანსთა მინისტრის თანამდებობას ერიკ ლომბარი დაიკავებს Copyright AP Photo/Thomas Padilla

ახალი მთავრობის შემადგენლობაში ორი ყოფილი პრემიერ-მინისტრია. მანუელ ვალსი ზღვისიქითა ტერიტორიების შინაგან საქმეთა მინისტრის, ელიზაბეთ ბორნი კი, განათლების მინისტრის პოსტს დაიკავებს. იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ბრუნდება ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ჯერალდ დარმანინი.

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ელიზაბეთ ბორნი განათლების მინისტრის პოსტს დაიკავებს Copyright AP Photo/Thibault Camus

ახალ მთავრობას, უპირველეს ყოვლისა, 2025 წლის ბიუჯეტზე მოუწევს მუშაობა. სწორედ ბიუჯეტის თაობაზე დავა გახდა საფრანგეთის პარლამენტის მიერ ქვეყნის მთავრობის წინა კაბინეტისთვის უნდობლობის გამოცხადების საფუძველი. საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობა არცერთ პარტიას არ აქვს. ზაფხულში ჩატარებულმა ვადამდელმა არჩევნებმა პარლამენტში დამაჯერებელი უპირატესობა ვერცერთ პარტიას ვერ მიანიჭა.

პრემიერ-მინისტრად წარდგენილ ფრანსუა ბეირუს მრავალწლიანი გამოცდილება ახლა სტაბილურობის აღდგენის შესაძლებლობად განიხილება.

საფრანგეთის პარლამენტმა მიშელ ბარნიეს მთავრობას, რომელმაც სამი სულ სამი თვე იმუშავა, უნდობლობა 4 დეკემბერს გამოუცხადა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend