მთავარიამერიკააშშდონალდ ტრამპს გრენლანდიის ყიდვა სურს

დონალდ ტრამპს გრენლანდიის ყიდვა სურს

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2019 წელს პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს დაწყებული საუბარი გააცოცხლა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისთვის გრენლანდიის ყიდვა სურს. ამის შესახებ თავის აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში Truth Social-ზე დაწერა.

დონალდ ტრამპს დანიის ავტონომიური ტერიტორიის, გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი მუდე ეგედე გამოეხმაურა. მისი თქმით, გრენლანდია ეკუთვნის გრენლანდიელებს და არ იყიდება. მუდე ეგედე ამბობს, რომ თავისუფლებისთვის ხანგრძლივ ბრძოლაში არ დამარცხდებიან.

დანიისგან გრენლანდიის შესყიდვის თაობაზე დონალდ ტრამპმა პირველად 2019 წლის აგვისტოში განაცხადა, რაზეც დანიისგან მტკიცე უარი მიიღო, საპასუხოდ კი ტრამპმა დანიაში დაგეგმილი სახელმწიფო ვიზიტი გააუქმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend