Amnesty International საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. ორგანიზაცია დოკუმენტში სახელწოდებით „აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების სასტიკი დარბევა საქართველოში“ აღწერს ადამიანის უფლებების დარღვევისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს.
ანალიზი დაშავებულთა ჩვენებებსა და უფლებადამცველების ინტერვიუებს, ასევე აქციების ფოტო და ვიდეომასალას ეფუძნება.
Georgian authorities must immediately end the crackdown on protesters and journalists and release those detained solely for the peaceful exercise of their human rights. pic.twitter.com/fwGzEgLco3
— Amnesty International (@amnesty) December 13, 2024
„Amnesty International ღრმად შეშფოთებულია საქართველოში პროტესტის ესკალაციის გამო და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაიცვასა და უზრუნველყოს ადამიანის ყველა უფლება ქვეყანაში, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებების ჩათვლით“, – წერია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ „პოლიციის მიერ გამოყენებული უკანონო ძალის, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის მასშტაბები მიუთითებს იმაზე, რომ ისინი მოქმედებენ მთავრობის დირექტივებით და წახალისებულები არიან დაუსჯელობით. სასამართლოები ძირითადად უგულებელყოფენ წამებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებების დარღვევის მზარდ მტკიცებულებებს“.
Amnesty International საქართველოს ხელისუფლებას ძალადობის დასრულებისკენ მოუწოდებს.