მთავარიმსოფლიოNATOმარკ რუტე ნატოს წევრ ქვეყნებს თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდისკენ მოუწოდებს

მარკ რუტე ნატოს წევრ ქვეყნებს თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდისკენ მოუწოდებს

ნატოს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს სურს, ნატოს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვის ხარჯები გაზარდონ და მშპ-ის 2%-ზე მეტი დახარჯონ.

გუშინ, 12 დეკემბერს მან მიმართა წევრი ქვეყნების მოქალაქეებს, ამ მიზნის შესრულებისკენ მთავრობებსაც მოუწოდონ და თავადაც წავიდნენ გარკვეულ დათმობებზე.

„პოლიტიკოსებმა თქვენს ხმას უნდა მოუსმინონ. გააგებინეთ, რომ თანახმა ხართ, გაიღოთ დღეს მსხვერპლი იმისთვის, რომ ხვალ უსაფრთხოდ ვიყოთ. უთხარით, რომ მათ თავდაცვაზე მეტი უნდა დახარჯონ, რათა ჩვენ ცხოვრება მშვიდად გავაგრძელოთ“, – ამბობს მარკ რუტე.

 

მარკ რუტეს აზრით, თავდაცვის ხარჯები პენსიის, ჯანდაცვისა და უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი თანხის შემცირების ხარჯზე უნდა გაიზარდოს.

„თუ ახალი ომის თავიდან ასაცილებლად უფრო მეტს არ დავხარჯავთ, მოგვიანებით ბევრად, ბევრად უფრო მაღალ ფასს გადავიხდით. არა მილიარდებს, არამედ ტრილიონებს“, – ამბობს მარკ რუტე.

მარკ რუტეს მტკიცებით, ნატო ცივი ომის ან უფრო დიდი საფრთხის წინაშე დგას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend