მთავარისაქართველოაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა “ქართული ოცნების” 20 წარმომადგენელს სავიზო შეზღუდვები დაუწესა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა “ქართული ოცნების” 20 წარმომადგენელს სავიზო შეზღუდვები დაუწესა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20 მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, პარლამენტარებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ვიზების გაცემა აიკრძალა მათთვის, ვინც პასუხისმგებელია ან მონაწილე საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებული შტატები მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ მხრიდან მიმდინარე, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ, მათ შორის მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ.

„ქართულმა ოცნებამ“ გადაუხვია საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის გზიდან, რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილია და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. ჩვენ ერთგულები ვართ უზრუნველვყოთ, რომ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებლებია არიან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, სავიზო შეზღუდვებს დაექვემდებარებიან. ვამზადებთ დამატებით ქმედებებს, მათ შორის სანქციებს, რათა პასუხი აგონ მათ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში“, – წერია განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend