მთავარიმსოფლიოევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა

გუშინ, 11 დეკემბერს, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოსცა. რუსეთი ცდილობს, დასავლეთის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს გვერდი აუაროს და ნავთობი ისე გადაიტანოს. სწორედ ამ ტანკერებს ეხება სანქცია.

ნავთობი რუსეთისთვის შემოსავლის უმთავრესი წყაროა და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უკრაინაში რუსეთის ომის დასაფინანსებლად. 2022 წელს ევროკავშირმა ნავთობის ფასის ზედა ზღვარი დააწესა. ზედა ზღვრის გადაცილების შემთხვევაში დასავლურ კომპანიებს ეკრძალებათ რუსული ტანკერებისთვის მომსახურების გაწევა.

ამის საპირწონედ, რუსეთმა „ჩრდილოვანი ფლოტის“ გამოყენება დაიწყო. ფლოტი შედგება ძველი ტანკერებისგან, რომელთა მფლობელების ვინაობა გაურკვეველია. ბრიუსელში ფიქრობენ, რომ ეს ტანკერები ოკეანეში ნავთობს ჩაღვრის და ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს. „ჩრდილოვანი ფლოტი“ გაყალბებული მონაცემების გადაცემაში დაადანაშაულეს, აგრეთვე, ისინი ხშირად ქრებიან რადარებიდან, რათა ნავთობი გემიდან გემზე ჩუმად გადაიტანონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend