მთავარისაქართველომაკა ბოჭორიშვილი პიტერ სიიარტოს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი პიტერ სიიარტოს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სამუშაო ვიზიტით უნგრეთში იმყოფება. უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიიარტოსთან, შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს ევროპული მომავლის შეუქცევადობისთვის. მისი თქმით, ის მტკიცედ რჩება ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული ვალდებულებების ერთგული. მინისტრის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ცალკეული ძალები ამ საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობენ.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უნგრეთი ვეტოს დაადებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაძლო ინიციატივას „ქართული ოცნებისთვის“ სანქციების დაწესების თაობაზე.

ევროკომისიის თანახმად, 16 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე ევროკავშირი საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ „დამატებით ზომებზე” იმსჯელებს. ევროკავშირი გმობს რეპრესიულ ქმედებებს დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ და ყველა დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend