მთავარიაზიასირიასირიის ყოფილი პრემიერი მეამბოხეთა წარმომადგენლისთვის ძალაუფლების გადაცემას დათანხმდა

სირიის ყოფილი პრემიერი მეამბოხეთა წარმომადგენლისთვის ძალაუფლების გადაცემას დათანხმდა

სირიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მეამბოხეებისთვის ძალაუფლების გადაცემას დასთანხმდა. სირიელმა მეამბოხეებმა განაცხადეს, რომ მათი ლიდერი აჰმად ალ-შარა დამასკოში შეხვდა პრემიერ-მინისტრს, რომელიც ხელმძღვანელობდა ასადის მთავრობას.

ამბოხებულთა კოალიციის ცნობით, მოლაპარაკებები ძირითადად ქვეყანაში პოლიტიკურ ტრანზიციას ეხებოდა.

როგორც ცნობილია, ბრიტანეთი და აშშ განიხილავენ, ასადის წინააღმდეგ აჯანყებულთა მთავარი ჯგუფი ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღონ.

გაეროს წარმომადგენლების თქმით, ქვეყნის საჯარო სექტორის მუშაობა მოულოდნელად შეჩერდა, რადგან ზოგიერთი დასაქმებული, სავარაუდოდ, ვერ დაბრუნდა სამსახურში.

2011-2016 წლებში 13000-ამდე სირიელი დაიღუპა ციხეებში.

უფრო მშვიდობიანი მომავლის იმედით, ლტოლვილები მეზობელი ქვეყნებიდან სირიაში გადავიდნენ.

სირიაში არასტაბილური ვითარება მას შემდეგ შეიქმნა, რაც სირიელმა მეამბოხეებმა რამდენიმე დიდი ქალაქი დაიკავეს, 8 დეკემბერს კი დედაქალაქში შევიდნენ და განაცხადეს, რომ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხეს.

რუსული მედიის ცნობით, თავად ასადი და მისი ოჯახის წევრები არიან მოსკოვში, სადაც მათ თავშესაფარიც მიიღეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend