2024 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოში „ქართული ოცნების“ მიერ ორკესტრირებული ორგანიზებული ძალადობის და ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევების ფონზე აღინიშნება, – ამის შესახებ დემოკრატიის კვლევის ცენტრმა 2024 წლის ანგარიშია ნათქვამი.
ანგარიშის თანახმად 2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულმა უკიდურესად დამძიმებულმა მდგომარეობამ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია. ანგარიში საუბარია გასულ დღეებში საპროტესტო აქციებისას მოსახლეობის დაშლასა და დაკავებაზე. ბოლო ათეული წლის განმავლობაში პირველად, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, აქციის მონაწილეთა დაშლისა და დაკავების პროცესში გამოყენებული საპოლიციო ძალადობა საქართველოს სახალხო დამცველმა წამებად დააკვალიფიცირა.
ანგარიშის მიხედვით გასული ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ უკიდურესად შეზღუდა კრიტიკული მოსაზრების თავისუფლად გამოხატვის სივრცე რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით და მედიის, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ წარმოებული ცილისმწამებლური და ფიზიკური ანგარიშსწორების კამპანიით.
ანგარიშის თანახმად ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვას ფუნდამენტი გამოაცალა: 2024 წლის გაზაფხულზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (რუსული კანონი) კანონპროექტის განმეორებით ინიციირებამ და მასობრივი სახალხო პროტესტის ფონზე მიღებამ; მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაციების არაპროპორციული საპოლიციო ძალით არაერთხელ დაშლამ.