მთავარისაქართველოსპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობასთან 9 დეკემბერს აქცია-პერფორმანსი გაიმართა. იქ შეკრებილმა მოქალაქეებმა ადგილზე მიიტანეს ნაჭრისგან დამზადებული ფიგურა, რომელიც სიმბოლურად გამოხატავდა ნაცემ მოქალაქეს. მათ ასევე შენობის კედლებზე წარწერებიანი ბანერები გააკრეს.

აქცია-პერფორმანსის მონაწილეები მოითხოვდნენ საგამოძიებო უწყების მხრიდან სათანადო რეაგირებას პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების დროს დაკავებული და ნაცემი მოქალაქეების საქმეებზე.

ისინი ასევე აცხადებდნენ, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისთვის, რომ თავდამსხმელები იპოვონ და ყველა შემთხვევა დეტალურად გამოიძიონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend