მთავარისაქართველოპრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა

პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა

„პრაქტიკულად მთელი ქვეყანა, ყველა ინსტიტუცია, გარდა პრეზიდენტისა, ერთი პარტიის ხელშია.

ერთი პარტიის მთავრობამ და პრემიერმა გადაწყვიტა, ქვეყნის კურსი შეცვალოს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. სალომე ზურაბიშვილმა თქვა ისიც, რომ პრემიერი, რომელმაც ვერ გადაწყვიტა კრიზისი და რომელიც, მისი შეფასებით, ხალხს ემუქრება და პოლიტიკურ კომპრომისს არ ეძებს, უნდა გადადგეს, ორ კვირაში კი, ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს.

„ერთად უნდა იყოს მოლაპარაკებული, თუ როგორ უნდა ჩატარდეს შემდეგი არჩევნები. ეს არის კომპრომისი, ეს არის დეპოლარიზაცია, ეს არის გამოსავალი ქვეყნისთვის, ეს არის სტაბილურობა, ეს არის მშვიდობა, ეს არის ქვეყნის მომავალი, რომელიც იქნება ურყევი, თავისუფალი და დემოკრატიული”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თითქმის საათნახევრიანი ინტერვიუს მიმდინარეობისას პრეზიდენტმა ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებზე, საერთაშორისო გამოხმაურებაზე, საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბებასა და სხვა არაერთ საკითხზე ისაუბრა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქართველმა ხალხმა ერთმანეთის მიყოლებით მიიღო არალეგიტიმური არჩევნები და არალეგიტიმური გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებაში საქართველოს რუსეთისკენ მიბრუნებადაა აღქმული.

პრეზიდენტმა უპასუხა კითხვებს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თაობაზეც და აღნიშნა, რომ არჩევნების გაყალბების უპირველესი მტკიცებულება შედეგების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსული ხალხია.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ გაიმეორა ის, რაც სააკაშვილის პერიოდს ახასიათებდა და მეტიც, „ავტორიტარიზმს, ერთპარტიულობას, არჩევნების გაყალბებას, ადამიანის უფლებების დარღვევასა და ბიზნესის დამონებას რუსეთიც დაუმატა”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend