მთავარისაქართველოკულტურის სფეროს წარმომადგენლები ქვეყანაში შექმნილ ვითარებას აპროტესტებენ

კულტურის სფეროს წარმომადგენლები ქვეყანაში შექმნილ ვითარებას აპროტესტებენ

თეატრალურ უნივერსიტეტთან დღეს, 6 დეკემბერს, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

მსახიობები, რეჟისორები და ხელოვნებათმცოდნეები თეატრალური უნივერსიტეტის რექტორ გიორგი შალუტაშვილთან ითხოვდნენ შეხვედრას და რექტორს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პოზიციის გამოხატვას სთხოვდნენ. გიორგი შალუტაშვილმა თქვა, რომ ის გამოძიების შედეგებს დაელოდება.

მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა „მარჯანიშვილის თეატრთან” გადაინაცვლეს და თეატრის დარბაზში სამხატვრო ხელმძღვანელ გოგი მარგველაშვილთან დისკუსია გამართეს.

ხელოვნების წარმომადგენლები, რომლებიც საპროტესტო აქციას მართავენ, საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებსა და დაზარალებულებს სოლიდარობას უცხადებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend